~ კრაფტის ლუდი ~
მოხარშულია გემოვნებით. მოხარშულია თქვენთვის.

~ ჩვენი ლუდის სახეობები ~

ჩვენს ხაზზე ახლა წარმოდგენილია ოთხი ხარისხის ლუდი. რეცეპტები შერჩეულია იმის მიხედვით თუ როგორ ინტერესს გამოხატავს ამ შესანიშნავი სასმელის მიმართ ხალხი, რომელიც დაკავებულია მძიმე ფიზიკური შრომით. ისტორიულად მაღაროელები, პორტისა და ქარხნის მუშები სვამდნენ ამ სასმელს არამარტო წყურვილის მოსაკლავად, არამედ მთელი დრის განმავლობაში დაკარგული კალორიების აღსადგენად. ჩვენ ამ ხაზით გვინდა წარმოვადგინოთ ლუდი ყველანაირი გემოვნებისთვის. შემდგომში ამ ხაზს დაემატება კიდევ ახალი ხარისხები.
Mafic APA
დაბალანსებული, ზომიერად მწარე, შესანიშნავი საბახუსე საშუალება. მკვეთრი, სურნელოვანი, ტროპიკული წვნიანი ხილისა და მინდვრის ბალახების გემოთი.
/ ამერიკული ღია ფერის ელი
იხარშება Citra და Mosaic-ის სვიით ზედმეტი დანამატების გარეშე. მას დააფასებენ უბრალო ხარისხის მოყვარულები. კარგად ეწყობა ისეთ საკვებს როგორიცაა: პასტა, პიცა, ყველეული, ქათმის ხორცის კერძები. ეს ჰარმონიული ლუდი ნამდვილად იმსახურებს სახელწოდებას ,,ყოველდღიური ლუდი,, და ამავდროულად არის კლასიკა.
სიმკვრივე
12,5
ალკოჰოლი
5.1%
სიმწარე
32
ფერი
10
Kill Kenny
ეს არის მსუბუქი ირლანდიური ელი, გაჯერებული სქელი ქაფით, რომელიც მოგაგონებთ ყავის ქაფს. KILL KENNY-ს არომატში ჭარბობს ტკბილი ალაოს საფუარის ნოტები, იგი გაჯერებულია კარამელისა და თხილის გემოთი.
/ ირლანდიური წითელი ელი
დაგემოვნების შემდეგ იგრძნობა სასიამოვნო სიმწარე, რომელიც ტოვებს დამატებით შთაბეჭდილებებს. KILL KENNY-მთლიანობაში არის ლუდი, რომელშიც ყველა არსებული ინგრედიენტი ჰარმონიულად ეწყობა ერთმანეთს. პირველი ბოკალის დაგემოვნების შემდეგ ჩნდება სურვილი დალიო კიდევ და კიდევ!
სიმკვრივე
10,5
ალკოჰოლი
4,9 %
სიმწარე
21
ფერი
25
Bread Crust
დაბალანსებული ინგლისური სტილის. მკვრივი, ჰარმონიული, მუქი ფერის ლუდი, გაჯერებული სასიამოვნო ყავისა და მოხალული თხილის არომატით.
/ პორტერი
მწარე შოკოლადის გემო აძლევს ლუდს განსაკუთრებულ არომატს და ამასთანავე ოდნავ სიმჟავეს რაც აძლევს ლუდს განსაკუთრებულ სიმსუბუქეს.
სიმკვრივე
12
ალკოჰოლი
5,1 %
სიმწარე
30
ფერი
27
Coal Dust
მსუბუქი, ოდნავ მოტკბო, რძიან-თხილიანი, სადესერტო ხარისხის. ნაღებიანი ყავის გემო შერწყმული ალაოსა და კარამელის გემოსთან.
/ სტაუტი
შოკოლადის ბისკვიტის ზომიერი სიმწარე ტოვებს ტერამისუს გემოს. მის დელიკატურ არომატში შეიძლება ამოვიცნოთ კაკაოს ნოტები. მუქი ყავისფერი სითხე შუქზე ლალისფერი შეფერილობისაა.ეს ლუდი ისტორიულად განკუთვნილია ისეთი კერძისთვის რომელიც მზადდება მოთუშული ხორცისა და ბოსტნეულისგან, აგრეთვე სხვადასხვა სახის ყველისთვის. მიწოდების ოპტიმალური ტემპერატურა 12-14C.
სიმკვრივე
15
ალკოჰოლი
5,7 %
სიმწარე
34
ფერი
33
~ როგორ ვხარშავთ ლუდს ~
ვიცავთ რა ორიგინალ ტექნოლოგიას, ვიყენებთ ხარისხიან ინგრედიენტებსა და სერთიფიცირებულ დანადგარებს. რაც მთავარია ლუდს ვუმატებთ ჩვენს სულს, გულს და უდიდეს სიყვარულს.
ლუდის დასამზადებლად ჩვენ ვიყენებთ ევროპასა და ამერიკაში გამოცდილ საუკეთესო ნედლეულს. მაგალითად ალაოს რომელიც დამზადებულია "Weyermann" გერმანიაში.
ჩვენს ნედლეულს გააჩნია ხარისხის სერთიფიკატი და მოყვანილია ორგანული წარმოების გზით.
ჩვენ ვხარშავთ ლუდს სამი კომპონენტის მეშვეობით: წყალი,ალაო და სვია. გემოს მრავალფეროვნებისთვის ვუმატებთ ნატურალურ პროდუქტებს, ისეთებს როგორიცაა: ყავა, კაკაო და ვანილი.
~ როგორი დანადგარით იხარშება ლუდი ~
ჩვენი ლუდი იხარშება მაღალტექნოლოგიურ დანადგარებში,რომლებიც უნარჩუნებს ლუდს გემოს და ხარისხს.
~ როგორ შევიძინოთ ~
თანამშრომლობისთვის ვიწვევთ კაფეებს, პაბებს, კლუბებსა და სასტუმროებს.
ჩვენთან თანამშრომლობა ნიშნავს იმას, რომ დანადგარების და მომსახურების მთელ სამუშაოს ვიღებთ ჩვენს თავზე.
  • ვამონტაჟებთ თქვენს დაწესებულებაში ლუდის ჩამოსასხმელ აპარატებს.
  • დანადგართან მუშაობის ინსტრუქტაჟს ვუტარებთ თქვენს თანამშრომლებს.
  • ასევე ვიღებთ ვალდებულებას ლუდის ტრანსპორტირებაზე.
  • განვათავსებთ ლუდის გამაგრილებელ საშუალებებს.
  • ვამონტაჟებთ მილებსა და ლუდის ონკანებს.
  • მივაერთებთ CO2-ის ბალონებს.
~ ჩვენს შესახებ ~
ჩვენ ვართ სამთო-ინჟინრები, რომლებმაც შევიყვარეთ გემრიელი ლუდი, არ შემოვიფარგლეთ მხოლოდ სიყვარულით. ჩვენ იმ დონეზე შევიყვარეთ ხარისხიანი ლუდი, რომ გადავწყვიტეთ თვითონ მოგვეხარშა კრაფტ ლუდი. რამდენად დიდი იყო ჩვენი გაოცება, როდესაც აღმოვაჩინეთ რომ კრაფტ ლუდი არ სარგებლობდა საქართველოში პოპულარობით. მაშინ ჩვენ დავისახეთ ამბიციური მიზანი : გაგვეღვიძებინა ინტერესი კრაფტ ლუდის მიმართ.
კონსტანტინე
ჩვენ გვინდა განახოთ ხარისხის, გემოსა და არომატის მრავალფეროვნება, რომელიც შეიძლება აღმოაჩინოთ კრაფტ ლუდში. აქ ხომ არის ყველანაირი პირობა ნამდვილი ლუდის ხარშვის: მთის სუფთა წყალი, მცხუნვარე მზე და მოსიყვარულე ხალხი!
ქსენია
თუ გსურთ დაიწყოთ ჩვენთან თანამშრომლობა, დაგვირეკეთ!